რეზონანსი
13.09.2026

კახეთში 44 წლის მამაკაცს დაახლოებით ათი კაცი, სავარაუდოდ, ხელკეტებით სასტიკად გაუსწორდა - ნაცემი კაცი კომაშია და ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება. მას სამი ორგანო აქვს დაზიანებული და ამ დროისთვის საგარეჯოს საავადმყოფოში მკურნალობენ.

ძალადობა იორმუღანლოში ერთ-ერთ რესტორანთან მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი.

როგორც ირკვევა, 44 წლის კაცი ჩხუბში გამშველებელი იყო. მას თავდაპირევლად ჩხუბის ხმა შემოესმა და როდესაც გაარკვია, რომ რამდენიმე თანასოფლელი თავს მის ბიძაშვილს დაესხა, მათი გაშველება და სიტუაციის განმუხტვა სცადა.

სასტიკად ნაცემი კაცი ადგილობრივებმა სახლთან მიიყვანეს და ჭიშკართან დატოვეს. როგორც დაზარალებული კაცის მეუღლე ჰყვება, ამის შემდგომ მან ნათესავებს სთხოვა, კაცი უახლოეს კლინიკაში გადაეყვანათ, გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა და მიმართეს პოლიციასაც.

"ჩემი ქმარი სამსახურიდან დაღლილი მოვიდა, დაურეკეს და დაბადების დღეზე წაიყვანეს. იქ იჩხუბეს და სასტიკად სცემეს. ვიცით, რომ ვიდეოკადრები არსებობს ჩხუბის, სადაც ჩანს როგორ სცემენ და ამ კადრებს ჩვენ არ გვაჩვენებენ. ჰემატომები აქვს, ისეთი ნაცემი იყო, გონზე არ იყო, პოლიცია არ იძიებს, დამნაშავეებს მფარველობენ", - ამბობს 44 წლის კაცის მეუღლე. 

44 წლის კაცი ახლა სიკვდილს ებრძვის, ექიმები დადებით პროგნოზს ვერ აკეთებენ.

ტვ პირველი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×