
პოლიტიკური დევნა „ქართული ოცნების“ ორმაგი სტანდარტით - ასე აფასებს ოპოზიცია გიორგი ბარამიძის დაკავებასა და მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას. ირაკლი კუპრაძის განცხადებით, მსგავსი განცხადებების გამო პოლიტიკოსის სისხლის სამართლებრივი დევნა შერჩევით მართლმსაჯულებაზე მიუთითებს.
მისი თქმით, საქართველოს ომის დაწყებაში ბიძინა ივანიშვილსა და „ქართული ოცნების“ ლიდერებსაც არაერთხელ დაუდანაშაულებიათ და იგივე მიდგომის შემთხვევაში პასუხისმგებლობა მათ მიმართაც უნდა დადგეს.
გიორგი ბარამიძის დაკავება, გასაგებია, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა იმის გათვალისწინებით თუნდაც, რომ ეს არის სრულიად სულელური, უპასუხისმგებლო და იდიოტური განცხადება გიორგი ბარამიძის მხრიდან. მსგავსი განცხადებები არაერთი აქვს გაკეთებული თავად ბიძინა ივანიშვილს და "ქართული ოცნების" ლიდერებს, რომლებიც საქართველოს და ქართულ სახელმწიფოს ადანაშაულებენ ომის დაწყებაში და თუ წარმოუდგენლად შეიძლება, მაგალითად, ბარამიძეს სამშობლოს ღალატის მუხლი მიუყენო, იმავე ბრალდებით, სამშობლოს ღალატის მუხლით უნდა გსამართლდეს ივანიშვილი და "ქართული ოცნების" ამის უმრავლესობა იმ სპიკერებისა, რომლებმაც დაადანაშაულეს საქართველო არაერთგზის საქართველო ომის დაწყებაში, - ამბობს ირაკლი კუპრაძე.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ენმ-ს ლიდერს, დაკავებულ გიორგი ბარამიძემ აღკვეთის ღონისძიებსი სახით 2 თვიანი, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა - გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ გამოაცხადა.
პროკურატურამ გიორგი ბარამიძეს ბრალი საბოტაჟის მუხლით წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს.