რეზონანსი
12.09.2026

რუსთაველის გამზირზე საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესში აღმოჩენილ უნიკალურ არტეფაქტებზე ვრცელი რეპორტაჟი Reuters-მა მოამზადა. გავლენიანი საერთაშორისო მედია წერს, რომ დედაქალაქის მთავარ ქუჩაზე ინფრასტრუქტურის განახლების პროექტმა არქეოლოგებს თბილისის წარსულის გაცნობის უნიკალური შესაძლებლობა მისცა.

დედაქალაქის ცენტრში შუა საუკუნეების დროინდელი კერამიკის სახელოსნოს აღმოჩენა მოულოდნელი არ ყოფილა დავით ლორთქიფანიძისთვის - საერთაშორისო მედიასთან ინტერვიუში ეროვნული მუზეუმის დირექტორი ამბობს, რომ თბილისი ძალიან მდიდარია არქეოლოგიური მასალით. ამიტომ, სხვადასხვა პერიოდის სახელოსნოების აღმოჩენა სრულიად ლოგიკურია.

საერთაშორისო გამოცემა ხაზს უსვამს ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში თბილისის ისტორიულ როლს. Reuters-ი წერს, რომ საქართველოს დედაქალაქი მაშინაც რეგიონის ეკონომიკური ცენტრი იყო.

ვრცელ რეპორტაჟში Reuters-ი ყურადღებას ამახვილებს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის შედეგებზეც. გამოცემა აღნიშნავს, რომ თბილისის მერიას შემოდგომის დასასრულს "კარგად ორგანიზებული და თანამედროვე" საგზაო მოძრაობის მიღწევა სურს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×