
Relief Sun, Glow შრატი, Dynasty კრემი, ჟენშენისა და რეტინოლის შრატი და Beauty of Joseon-ის 20-ზე მეტი დასახელების სხვა პროდუქტი უკვე PSP-ს ქსელშია.
მსოფლიოში ცნობილმა კორეულმა ბრენდმა Beauty of Joseon-მა სამხრეთ კავკასიის რეგიონში თავის ოფიციალურ პარტნიორად PSP აირჩია.
Beauty of Joseon-ის ისტორია შთაგონებულია კორეული ჯოსონის დინასტიის ეპოქის სილამაზის კულტურით. ისტორიული მემკვიდრეობის თანამედროვე ინტერპრეტაციით შეიქმნა Beauty of Joseon - ბრენდი, რომელიც ტრადიციულ კორეულ ინგრედიენტებს თანამედროვე, ეფექტურ ფორმულებთან აერთიანებს.
ბრენდის ცნობადობის ერთ-ერთ მთავარ პროდუქტად მალევე იქცა Relief Sun, რომელმაც მზისგან დაცვის ყოველდღიურ რუტინას სრულიად ახალი მიდგომა შესთავაზა და Beauty of Joseon-ის საერთაშორისო პოპულარობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძვლად იქცა.
Beauty of Joseon-ის ფორმულებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს კორეული ტრადიციული მოვლისთვის დამახასიათებელ ინგრედიენტებს: ჟენშენი, ბრინჯი, მწვანე ქლიავი, პროპოლისი, წითელი ლობიო, მუგვორტი - მცენარეული ინგრედიენტი, რომელიც კანის დამშვიდებასა და ანტიოქსიდანტურ მოვლას უზრუნველყოფს. ამ ტრადიციულ ინგრედიენტებს Beauty of Joseon თანამედროვე აქტიურ კომპონენტებთან, მათ შორის ნიაცინამიდთან, რეტინალთან, ალფა-არბუტინთან და სხვა თანამედროვე კანის მოვლის ინგრედიენტებთან აერთიანებს.
ბრენდის ასორტიმენტი მოიცავს კანის მოვლის თითქმის ყველა ძირითად ეტაპს - გამწმენდებს, ტონერებსა და ესენციებს, შრატებს, დამატენიანებლებს, ნიღბებსა და მზისგან დამცავ საშუალებებს. რთულ მრავალსაფეხურიან რუტინას Beauty of Joseon მომხმარებლისთვის მარტივ, სასიამოვნო და ეფექტურ გამოცდილებად აქცევს.
“Beauty of Joseon-ის საქართველოში ექსკლუზიურად PSP-ში გამოჩენა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ერთ სივრცეში აღმოაჩინონ თანამედროვე K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბრენდი თავისი ორიგინალი თავის მოვლის საშუალებებით და საკუთარი კანის საჭიროებების შესაბამისად შეარჩიონ პროდუქტები ყოველდღიური რუტინისთვის.
როგორც ლიდერი კომპანია, PSP კორეულმა ბრენდმა, Beauty of Joseon-მა ექსკლუზიურ პარტნიორად შეარჩია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სრულად სამხრეთ კავკასიაში. ამდენად, PSP საქართველოში კვლავ კორეული პროდუქციის Missha, Mizon, A pieu, Village 11, Dermafirm, Manyo, Round Lab, COSRX ყველაზე ფართო ასორტიმენტს სთავაზობს მომხმარებელს” - აცხადებენ PSP-ში.