რეზონანსი
12.09.2026

50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელსაც ხელბორკილები მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დაადეს -  გააწყვეტილება თელავის სასამართლოში სულ ცოტა ხნის წინ გამოაცხადდა.  მედიკოსი მაია კოხტაშვილი დღეს, სასამართლოზე ამბობდა, რომ მასთან დასახმარებლად მამაკაცი მივიდა, რომელიც ექიმს არწმუნებდა, რომ ბებიის მკურნალობისთვის კონკრეტული წამალი სჭირდებოდა.

ადვოკატის მტკიცებით, ეს კაცი სინამდვილეში პროვოკატორი აღმოჩნდა, რომელსაც ახლა აქციების მონაწილე ექიმის დასასჯელად იყენებენ. როგორც სხდომიდან ხდება ცნობილი, პირი რომელიც ექიმთან მიგზავნილი პირი აღმოჩნდა, ფინანსური პოლიციის თანამშრომელი ბექა მარტყოფლიშვილია. 

როგორც თელავიდან „ტვ პირველის“ კორესპოდენტი იუწყება, ექიმის თქმით, სწორედ მარტყოფლიშვილმა უთხრა მას, რომ ბებიას სამწვერა ნერვის ანტება ჰქონდა  და გაუსაძლისი ტკივილები აწუხებდა. 

„მომიწია, დავარღვიე კანონი, დავწერე რეცეპტი, მოვიდა პირი, რომელმაც მითხრა ბებია მყავს ავად, სამწვერა ნერვის ანთება აქვსო, ჩამომითვალა მედიკამნტები, 1 წამალი მიღებული ჰქონდა - მითხრა ამან კარგად გაუყუჩაო. ეს ქალი იყო ჩაწოლილი, ცხოვროვდნენ ახმეტის შორს მდებარე სოფელში. „გაბაპენტიმი“ უხსნის ტკივილებსო და დავუწერე რეცეპტი - თანხა ქონდა გადახდილი რეგისტრაციის და უხერხულად ვიგრძენი თავი, რომ დახმარება არ გამეწია. მე გავწერე წამალი, მესამედ რომ მოვიდა მითხრა ბებო კარგადაა წამალმა უშველააო, კიდევ გავუწერე წამალი და ვუთხარი კიდევ რო მოხვალ თანხა აღარ გადაიხადო, პირდაპირ გაგიწერ-თქო“, - თქვა ექიმმა სასამართლოზე.

ფინანსური პოლიციის მტკიცებით, კახეთის რეგიონში, სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულმა ექიმმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეს ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად უკანონოდ დაუმზადა და გასცა ყალბი რეცეპტი. ბრალდებული გამოძიების ფარგლებში დააკავეს. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებულ მედიკოსს მხარდაჭერას უცხადებენ კოლეგები და ადგილობრივი მოსახლეობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×