
„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ ნანუკა ჟორჟოლიანისა და სააკაშვილის ლოგიკით, ბარამიძე მართლაც მოღალატე იყო, რადგან ბიძინა ივანიშვილი არ იჭერდა. თუმცა, რადგან ახლა „დაიჭირა“, მოღალატეობისგანაც განკურნავს.
„ნანულამიშიზმის ლოგიკით, ბარამიძე მართლაც მოღალატე იყო, რადგან ბიძინა არ იჭერდა აქამდე და ახლა, დაჭერით, მოღალატეობისგან განკურნავს.
სრული თანხვედრააა ბიძინასთან.
ანუ, ბიძინა სანამ არ გიჭერს, ხო მოღალატე ხარ?“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.