
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მზადაა, მაიამიში, „დიდი ოცეულის“ სამიტზე ვლადიმერ პუტინს შეხვდეს, თუ რუსეთის პრეზიდენტს მიწვევა ექნება.
„დიახ, რა თქმა უნდა. ჩვენ აუცილებლად უნდა ჩამოვიდეთ. ჩვენ უნდა შევხვდეთ, ვისაუბროთ და გადაწყვეტილება მივიღოთ“, - განაცხადა ზელენსკიმ „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში ნორთ ბეიში, კანადის სამხედრო ბაზაზე.
უკრაინის ლიდერის თქმით, მნიშვნელობა არ ექნება, რას ეტყვის ის რუსეთის პრეზიდენტს: „მხოლოდ შედეგს ექნება მნიშვნელობა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
„დიდი ოცეულის“ სამიტი 14-15 დეკემბერს გაიმართება.