რეზონანსი
12.09.2026

ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, რაც ჩვენ ადრეც გვინახავს ბრიუსელის მხრიდან და წარმოადგენს სუვერენული ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა მარტა კოსის განცხადების შეფასებისას.

მისივე თქმით, მათ ძალიან აღიზიანებთ ის პერსპექტივა, რომ ქვეყნებს ჰქონდეთ დამოუკიდებელი ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორებთან.

„როგორც ჩანს მათ ძალიან აღიზიანებთ ის პერსპექტივა, რომ ქვეყნებს ჰქონდეთ დამოუკიდებელი ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორებთან. ევროკავშირი გარკვეულ საფრთხედ აღიქვამს იმას, რომ თუნდაც შეერთებულ შტატებთან კანდიდატმა სახელმწიფოებმა განავითარონ საკუთარი სამომავლო ურთიერთობები“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.

როგორც ცნობილია, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყნებმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოძრაობა MAGA-სთან კავშირები უნდა გაწყვიტონ, რათა ევროკავშირში გაწევრიანდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×