რეზონანსი
11.09.2026

"სამშობლოს ღალატია "ქართული ოცნების", ბიძინა ივანიშვილის მიერ დასმული ოთარ ფარცხალაძე, რომ გენერალური პროკურორი იყო" - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის დაკავებას, ტელეწამყვანი და კამპანია "მე მიყვარს საქართველოს" დამფუძნებელი, ნანუკა ჟორჟოლიანი. 

მისი თქმით, სამარცხვინო და ცინიკურია, რომ პირველი ადამიანი, რომელიც სამშობლოს ღალატის მუხლით დააკავეს გიორგი ბარამიძეა. მაშინ, როდესაც მსგავსი ბრალდება არ წარუდგენიათ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძისთვის. 

თუ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ამ ქვეყანაში გაკეთებული განცხადებებისთვის ადამიანები ისჯებიან, ყველაზე მოღალატეობრივი, ყველაზე სამარცხვინო განცხადება გააკეთა "ქართულმა ოცნებამ" და არაერთმა ლიდერმა, როდესაც საქართველო დაადანაშაულა ომის დაწყებაში, როდესაც მოგვთხოვეს ბოდიშის მოხდა სეპარატისტებისთვის, როდესაც "პიარს შეწირული" უწოდეს ანწუხელიძეს. თუ რამე სამშობლოს ღალატს აღწერდა, ეს იყო ყველას გაკეთებული განცხადება, თუ ადამიანები პოლიტიკური განცხადებებისთვის, მათ შორის სამარცხვინო, უპატიებელი განცხადებებისთვის რაიმე სამართლებრივ ფასს უნდა იხდიდნენ. 

თუ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ამ ქვეყანაში ფასს უნდა იხდიდნენ ქმედებისთვის, თუ რა არის სამშობლოს ღალატი, სამშობლოს ღალატია "ქართული ოცნების", ბიძინა ივანიშვილის მიერ დასმული ოთარ ფარცხალაძე, რომ გენერალური პროკურორი იყო, დღეს რომ მოსკოვშია, რუსული გვარი რომ მიიღო, შეკვეთილი მკვლელობისთვის რომ იძებნება, ევროპელი მოხუცები რომ ძარცვა, ფული რომ ათეთრა, ახლა რაღაც დანაყოფი რომ შექმნა და რომ მიდის უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად. 

თუ ჩვენ ვსაუბრობთ ქმედება რა არის სამშობლოს ღალატი, ოთარ ფარცხალაძეს რომ არ წარუდგენ, კაცი, რომელიც მოსკოვში რუსული გვარით ოპერირებს და კანონიერ ქურდებთან დღის წესრიგს ქმნის, ამ კაცს თუ არ წარუდგენ ბრალს სამშობლოს ღალატისთვის, რა სამარცხვინო და ცინიკურია, რომ პირველი ადამიანი, რომელიც ამ მუხლით დაიჭირეს არის გიორგი ბარამიძე," - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×