რეზონანსი
11.09.2026

 კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი ბარამიძის დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიორგი ბარამიძეს სრულ მხარდაჭერას, მის მეგობრებსა და "ნაციონალურ მოძრაობას" კი სოლიდარობას უცხადებს. 

გია ბარამიძე ქართველი პატრიოტია და მისთვის წარდგენილი ბრალი არის პოლიტიკური დევნის მორიგი აქტი ანტიქართული რეჟიმის მხრიდან. ჩემი სრული მხარდაჭერა გიას და მის ოჯახს! ჩემი სოლიდარობა გიას მეგობრებს და ნაციონალურ მოძრაობას!" - წერს ნიკა გვარამია. 

პროკურატურამ გიორგი ბარამიძეს ბრალი საბოტაჟის მუხლით წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს. 

პოლიტიკოსის დაკავების საბაბად საგამოძიებო ორგანო  ივლისში იაგო ხვიჩიას გადაცემა „საქართველოს დაბადებაში“ აფხაზეთის ომის შესახებ გაკეთებული განცხადებას ასახელებს.

ბარამიძე საკუთარ სახლში დღეს, 11 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე დააკავეს.

„გიორგი ბარამიძეს ბრალდება სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ფაქტზე წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - განაცხადეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე. 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×