რეზონანსი
11.09.2026

 აშშ-ის კონგრესი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე „ლინდსი გრემის კანონპროექტს“ შემდეგ კვირას უყრის კენჭს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ამ წყაროს თქმით, კანონპროექტი გამოტანილი იქნება განხილვისთვის პროცედურით, რომელიც გადაწყვეტილების მარტივი უმრავლესობით მიღებას ითვალისწინებს“, - წერს გამოცემა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ კანონპროექტი გარკვეული წინააღმდეგობის წინაშეა წარმომადგენელთა პალატაში შიშების გამო, რომ ის ტარიფების შემოღებაზე პრეზიდენტი ტრამპის უფლებამოსილებას გააფართოებს და ნავთობზე ფასების ზრდას გამოიწვევს.

თუმცა, წარმომადგენელთა პალატის ხელმძღვანელობას საბოლოო ჯამში გადაწყვიტა კანონპროექტის განხილვის გაგრძელება, რომელსაც ორივე პარტიისა და თეთრი სახლის მხარდაჭერა გააჩნია.

ცნობისთვის, კანონპროექტი, რომლის ავტორიც სენატორი ლინდსი გრემი იყო (რესპუბლიკური პარტია), საშუალებას მისცემს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 100%-იანი ტარიფები დაუწესოს რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის ხუთ ყველაზე დიდ იმპორტიორს, და ასევე ხუთ ქვეყანას, რომლებიც რუსეთს ენერგეტიკული სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან. ჩინეთი, ინდოეთი და თურქეთი ამ მომენტისთვის რუსული ნავთობპროდუქტების ყველაზე დიდი იმპორტიორები არიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×