რეზონანსი
11.09.2026

ფაქტობრივად, გიორგი ბარამიძეს პატიმრობა მიესაჯა რუსეთის მიერ. როგორც ყველაფერში, აქაც მოახდინეს დაკოპირება პუტინის ინსტრუქციის და რუსეთის მსგავსად შეუფარდეს პატიმრობა უკვე საქართველოში, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა პროკურატურასთან პარტიის ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის შურისძიება „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ.

„ის მთელი მისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე იბრძვის თავისუფალი, ძლიერი საქართველოსთვის. ის იბრძოდა იარაღით ხელში აფხაზეთში, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისთვის და ამის შემდეგ ის მუდმივად იბრძოდა პოლიტიკურად, მათ შორის მას აქვს განხორციელებული რეფორმები, რომლითაც შეიქმნა ძლიერი ქართული სახელმწიფო ინსტიტუციები. მისი მიზანი ყოველთვის იყო ქართული სახელმწიფოსთვის სასარგებლო საქმე.

პოლიტიკური განცხადება არ არის ბარამიძის დაკავების საბაბი. საბაბია ამ პოლიტიკური განცხადების ინტერპრეტაცია. მან მკაფიოდ განმარტა, რომ ის შინაარსი მას არ უგულისხმია. ამის მიუხედავად დააკავეს, რატომ? იმიტომ, რომ ბარამიძის დაკავების ბრძანება რუსულმა იმპერიამ გასცა 1 წლის წინ. ფაქტობრივად, მას პატიმრობა მიესაჯა რუსეთის მიერ, როგორც ყველაფერში, აქაც მოახდინეს დაკოპირება პუტინის ინსტრუქციის და რუსეთის მსგავსად შეუფარდეს პატიმრობა უკვე საქართველოში”,- განაცხადა ფავლენიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×