
„რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ევროკავშირის ელჩებმა დღესაც ვერ მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე.
მისი განცხადებით, შემდეგი შეხვედრა 15 სექტემბერს გაიმართება, ანუ ერთი დღით ადრე, სანამ ადრე დაწესებულ რუსულ სანქციებს მოქმედების ვადა ამოეწურება.
გარდა ამისა, როგორც იოზვიაკი აღნიშნავს, სლოვაკეთი კვლავ ითხოვს რუსი ბიზნესმენების ალიშერ უსმანოვის და მიხეილ ფრიდმანის სანქცირებულთა სიიდან ამოღებას. სლოვაკეთის მოთხოვნას საფრანგეთიც შეუერთდა, რაც საკითხს უფრო ართულებს.
„ევროკავშირის ელჩებმა დღესაც ვერ მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე. კიდევ ერთი შეხვედრა ორშაბათს გაიმართება, ანუ 15 სექტემბრამდე ერთი დღით ადრე. სლოვაკეთი კვლავ ითხოვს, რომ უსმანოვი და ფრიდმანი სანქცირებულთა სიიდან ამოიღონ, თუმცა საკითხი ახლა კიდევ უფრო გართულდა, რადგან საფრანგეთიც ითხოვს უსმანოვის სანქციების სიიდან ამოღებას“, - დაწერა იოზვიაკმა.