რეზონანსი
11.09.2026

ვხედავთ, ევრობიუროკრატები ოფიციალურ ვაშინგტონს და ამერიკის შეერთებულ შტატებს უპირისპირდებიან, კონკრეტულად, პრეზიდენტს და იმ იდეას, რომლის საფუძველზეც დონალდ ტრამპს ამერიკულმა საზოგადოებამ მხარი დაუჭირა და ამ ქვეყნის პრეზიდენტი მეორედ გახდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ ფონზე მათი საუბრები ერთადერთზე მიანიშნებს - დღეს როგორ კრიზისშია ევრობიუროკრატია, განსაკუთრებით, დიპლომატიის თვალსაზრისით.

„ამას თუ დავამატებთ, რომ, ფაქტობრივად, იგივე კალასი არც უფიქრდება და არც არაფრად აგებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, კიდევ ერთხელ ვხედავთ იმ კრიზისს, რომელიც ევრობიუროკრატიაშია. ეს სერიოზული სიგნალია თვითონ ევროპული ინსტიტუტებისთვის, რომლებიც, სამწუხაროდ, ასეთი არაკვალიფიციური, არაკომპეტენტური ბიუროკრატების ქვეშ არის, რომლებსაც ევროპის ინტერესები საერთოდ არ აინტერესებთ“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×