
ქობულეთში, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცი მაშველებმა დახრჩობას გადაარჩინეს, თუმცა ნაპირზე ამოყვანის შემდეგ ის ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
"აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, დაღუპული კაცი, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
აღსანიშნავია, რომ სანაპიროზე დღის განმავლობაში შტორმი იყო, რის გამოც მაშველები მოქალაქეებს ზღვაში შესვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.