რეზონანსი
07.09.2026

გერმანიაში AfD-ის მზარდი მხარდაჭერა მოქმედი პოლიტიკური ელიტისთვის სულ უფრო სერიოზულ პრობლემად იქცევა. პარტია არ იზიარებს ლიბერალურ დღის წესრიგს, აკრიტიკებს მიგრაციის არსებულ პოლიტიკას, არ ეთანხმება, უკრაინის მიმართ არსებულ, ლიბერალთა შედგენილ დღის წესრიგს, ასევე ეწინააღმდეგება ხელისუფლების რიგ სხვა გადაწყვეტილებებს. პარტიის რეიტინგი განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა საქსონია-ანჰალტის არჩევნებში, სადაც AfD-მ დაახლოებით 45 პროცენტი მიიღო - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ჩიხელიძე აღნიშნავს, რომ სწორედ ამ კონტექსტში ხდება მნიშვნელოვანი რუსეთის ფაქტორი და ბოლო პერიოდში გერმანიაში რუსეთის მხრიდან შესაძლო დივერსიების, თავდასხმებისა და უსაფრთხოების საფრთხეების შესახებ საუბრის გააქტიურება, პარალელურად კი AfD-ის რუსეთის ინტერესებთან შესაძლო კავშირებზე გაკეთებული აქცენტები, შესაძლოა, ერთმანეთთან პოლიტიკურად იყოს დაკავშირებული.

ექსპერტის შეფასებით, ასეთ შემთხვევაში რუსეთის ფაქტორი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს იმ პოლიტიკური ძალის ჩამოსაშორებლად, რომელიც მოქმედი ლიბერალური ელიტის დღის წესრიგს არ მიჰყვება.

"გერმანიაში AfD-ის მზარდი მხარდაჭერა მოქმედი პოლიტიკური ელიტისთვის სულ უფრო სერიოზულ პრობლემად იქცევა. პარტია არ იზიარებს ლიბერალურ დღის წესრიგს, აკრიტიკებს მიგრაციის არსებულ პოლიტიკას, არ ეთანხმება, უკრაინის მიმართ არსებულ, ლიბერალთა შედგენილ დღის წესრიგს, ასევე ეწინააღმდეგება ხელისუფლების რიგ სხვა გადაწყვეტილებებს. პარტიის რეიტინგი განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა საქსონია-ანჰალტის არჩევნებში, სადაც AfD-მ დაახლოებით 45 პროცენტი მიიღო.

ამ პირობებში პარტიის არჩევნების გზით შეჩერება სულ უფრო რთულდება, ამიტომ აქტიურდება მისი აკრძალვის საკითხიც. თუმცა ამისთვის მხოლოდ პოლიტიკური არგუმენტები საკმარისი არ არის, საჭიროა ისეთი საზოგადოებრივი ფონის შექმნა, სადაც AfD-ის აკრძალვა უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობად იქნება აღქმული.

სწორედ ამიტომ, ლიბერალებს სცენაზე შემოჰყავთ რუსეთი, რადგან პარტიის აკრძალვის საკითხში შესაძლოა რუსეთის ფაქტორი გადამწყვეტი გახდეს. გერმანიაში ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაძლიერდა საუბარი რუსეთის მხრიდან დივერსიების, თავდასხმებისა და უსაფრთხოების საფრთხეების შესახებ. პარალელურად კი კვლავ გააქტიურდა AfD-ის რუსეთის ინტერესებთან კავშირის თემა და პარტიის აკრძალვის მოთხოვნა.

თუ ეს ორი ნარატივი ერთმანეთთან მჭიდროდ იქნება დაკავშირებული, საზოგადოებისთვის AfD-ის წინააღმდეგ მკაცრი ნაბიჯების გამართლება გაცილებით მარტივი გახდება: რუსეთი არის საფრთხე, AfD კი ძალა, რომელიც ამ საფრთხესთან კავშირშია.

ამ შემთხვევაში რუსეთის ფაქტორი შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ პოლიტიკური ძალის ჩამოსაშორებლად, რომელიც მოქმედი ლიბერალური ელიტის დღის წესრიგს არ მიჰყვება. AfD-ის აკრძალვა კი ხელისუფლებას მისცემს შესაძლებლობას, საკუთარი პოლიტიკური და იდეოლოგიური კურსი გაცილებით ნაკლები წინააღმდეგობის პირობებში გაატაროს. ფაქტობრივად ალტერნატივა გერმანიისთვის დღეს დასავლეთში მოქმედი, ერთადერთი მსხვილი მოთამაშე არის, რომელიც გლობალისტების მიზნებს ეწინააღმდეგება, რაც რა თქმა უნდა გლობალისტების ინტერესებში არ შედის.

რუსეთის დამცველად ვერ გამოვდგები, თუმცა უნდა აღნიშნოს, რომ დღეს ევროპისთვის რუსეთზე დიდ საფრთხეს, გლობალური ძალები წარმოადგენენ, რომელთა მიზანს ევროპის ეკონომიკის განადგურება და დასუსტება სურს, სუსტი ევროპა, რომლის სათავეში მათთვის მისაღები ხელისუფლება უნდა იყოს, რადგან პროცესები ადვილად მართვადი იყოს, სწორედ ამ სცენარს უქმნის საფრთხეს ალტერნატივა გერმანიისთვის, რომელიც არა დიფ სტეიტის დღის წესრიგის, არამედ ეროვნული დღის წესრიგის გამტარ ძალად ჩამოყალიბდა!“ - წერს ჩიხელიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×