რეზონანსი
06.09.2026

საქმე იმაშია, რომ ახალი დაძაბულობის კერა უნდა შეიქმნას იმ ფარდის მიღმა, რომელიც თითქოსდა ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ზრუნვით არის განპირობებული, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ გია ბარამიძის განცხადებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ეს ასე არ არის, იმის უკან ახალი შეფარული სცენარი უნდათ რომ განავითარონ.

„აქედან განცხადებები გაკეთდა დახვრეტაზე, იქიდან იმ წუთში მოჰყვა ამას რადიკალების განცხადება, იქ ვიღაც უცნობი რუსი ბლოგერები ჩაერივნენ, რომ მართლაც ასეთი უბედურება დაატყდა ორ ეთნოსს, რომ ერთმანეთის სისხლი დაღვარეს, გაიხსნა ჭრილობები, ან ამ ჯერ კიდევ გახსნილ ჭრილობებზე დააყარეს მარილი.

ეს იყო რამდენიმე წლის წინ, რომ დავთმოთ აფხაზეთი, დავთმოთ ცხინვალის რეგიონი, სამაჩაბლო და ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებაზე ნატოში. ნატოში გაწევრიანება ასეთი ადვილი პროცედურა არ არის და თუ დათმობ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონს, ასეთი ნაბიჯი რომ გადადგა, არ ნიშნავს იმას, რომ ნატოს წევრი გახდები, მაგრამ საზოგადოების გარკვეული ნაწილის მოსატყუებლად ჩამოყალიბებულია სცენარი, რომ თითქოს ჩვენი წინსვლის პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×