რეზონანსი
05.09.2026

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი სათავეში ჩაუდგება მმართველი სერბეთის პროგრესული პარტიის (სპპ) სიას და  მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე პრემიერობის კანდიდატი გახდება.

სპპ-ის საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელმა მილენკო იოვანოვმა განაცხადა, რომ ვუჩიჩი და მისი პოლიტიკა წარმოადგენენ „საძირკველს, რომელზეც დღეს სერბეთი დგას“. 

სერბეთის მმართველი „სერბეთის პროგრესული პარტიის“ საბჭომ ყრილობაზე გადაწყვიტა, რომ პარტია საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას „ალექსანდრ ვუჩიჩი - ერთიანი სერბეთი“ საარჩევნო სიით მიიღებს.

ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სერბეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მისი წარდგენა დიდი პატივია.

საპარლამენტო არჩევნები სერბეთში  25 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×