რეზონანსი
04.09.2026

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი, ასევე პატიმრობაში მყოფი ნიკა მელია მისი მისამართით იგინება. 

ფაქტის შესახებ განცხადება მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა: 

„და ბოლოს ნიკანორ მელია, დიახ ის მელია რომელიც ერთ დროს ჩემს მზეს რომ ფიცულობდა, ახლა ის დერეფანში ჩემს ყოველ ჩავლაზე მთელი ხმით უშვერ დედის გინებებს აღავლენს ხოლმე, ჩემი მიმართულებით საკნიდან (ზუსტად ისე გლდანში კრიმინალები რომ მაგინებდნენ ), ვინაიდან გინების გარდა სხვა ბგერებს არ გამოსცემს, ვერ გეტყვით ზუსტად რა უნდა. რაზეც  აქაური ბადრაგებიც დაუფარავად ბრაზდებიან და სხვადასხვა არასასიამოვნო ტერმინებით მოიხსენიებენ“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×