რეზონანსი
04.09.2026

ცხოველთა უფლებადამცველის, თამაზ ელიზბარაშვილის სისხლის სამართლის წესით დაკავების საქმეში მოწმეებად „იმედის“ თანამშრომლები ფიგურირებენ. შაკო კუჭაშვილმა მონაწილეობა თავად დაადასტურა.

კუჭაშვილს „იმედის“ სოციალურ ქსელში, პოდკასტი - „FAKE კონტროლი“ მიჰყავს. საქმეში ასევე ფიგურირებენ პოდკასტის თანაწამყვანები: ნიკა კლდიაშვილი და სანდრო გამსახურდია. გამსახურდია „იმედის კვირისთვისაც“ ამზადებს სიუჟეტებს.

კუჭაშვილთან, გამსახურდიასთან და კლდიაშვილთან ერთად კიდევ ვინ იმყოფებოდა 30 აგვისტოს რესტორან „სხვაში“, „რადიო თავისუფლებამ“  ამ ეტაპზე ვერ გაარკვია, რადგან არც თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი ლექსო სვიმონიშვილი და არც შაკო კუჭაშვილი არ ასახელებენ იმ პირების ვინაობას, ვინც ამ საქმეში ფიგურირებენ. თუმცა, არცერთ მათგანს არ უარყვია, რომ საქმეში ფიგურირებენ კლდიაშვილი და გამსახურდიაც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×