რეზონანსი
03.09.2026

 უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში კიევში, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ჩავლენ.

როგორც ზელენსკიმ საღამოს ტრადიციული ვიდეომიმართვის დროს აღნიშნა, კიევის შემდეგ უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში გაემგზავრებიან, სადაც რუსეთის ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავენ.

„მქონდა შეხვედრა გუნდთან, რომელიც ამერიკის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან მართავს მოლაპარაკებებს. ფაქტობრივად 24-საათიან რეჟიმში, ჩვენ მათთან კომუნიკაციაში ვართ და შეხვედრებისთვის ვემზადებით. არსებობს წინასწარი თარიღები. აქ, კიევში ამერიკის პრეზიდენტის წარმომადგენლებს ველოდებით. მათ დაადასტურეს, რომ ექნებათ შეხვედრები მოსკოვსა და კიევში. ველით, რომ შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, რომ ამერიკა მომავალშიც იყოს აქტიური" - განაცხადა ზელენსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×