რეზონანსი
02.09.2026

გემზე, უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, მზარეულის კვალიფიკაციის არმქონე პირის დროებით დასაქმების შესაძლებლობა იქნება. შესაბამისი ცვლილებები „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ კანონში შედის.

პროექტში აღნიშნულია, რომ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, იმ გემთან მიმართებით, სადაც ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობის წევრებით დაკომპლექტების დოკუმენტით გათვალისწინებულია 10 ან 10-ზე მეტი მეზღვაური, სააგენტო უფლებამოსილია, გარკვეული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი თვისა ან მომდევნო ნავსადგურში შესვლამდე, გასცეს საშეღავათო ნებართვა, გემზე დროებით იმუშაოს მზარეულმა, რომელიც მზარეულის კვალიფიკაციას არ ფლობს. ეს ნებართვა იმ პირობით გაიცემა, რომ აღნიშნულ პირს გავლილი აქვს მომზადება ან ინსტრუქტაჟი პირადი ჰიგიენის, გემზე საკვები პროდუქტის მომზადებისა და შენახვის წესებთან დაკავშირებით.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, ცვლილებებით ფართოვდება საზღვაო ტრანსპორტირების სააგენტოს უფლებამოსილებები და წესრიგდება მეზღვაურთა შრომითი და სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×