რეზონანსი
02.09.2026

ესტონეთის პარლამენტმა დღეს გამართულ სხდომაზე ქვეყნის ახალ პრეზიდენტად იუსტიციის კანცლერი იულე მადიზე აირჩია. ფარული კენჭისყრისას მან 101-დან 71 ხმა მიიღო. ხმა არ მისცა 7 დეპუტატმა, ხოლო 12 სხდომას არ ესწრებოდა. მთლიანობაში, პრეზიდენტობის კანდიდატის ასარჩევად პარლამენტის შემადგენლობის ორი მესამედის მხარდაჭერაა საჭირო, ანუ სულ მცირე 68 დეპუტატის ხმა.

51 წლის იულე მადიზე იუსტიციის სამინისტროში, პარლამენტის საკონსტიტუციო კომისიაში, სახელმწიფო კონტროლის სამსახურის მთავარ კონტროლიორად, პრეზიდენტის იურიდიულ მრჩევლად მუშაობდა, 2015 წლიდან კი იუსტიციის კანცლერის თანამდებობას იკავებდა. 2021 წლის ბოლოს ის ამ პოსტზე მეორე ვადით აირჩიეს.

მადიზე პრეზიდენტის თანამდებობას ოფიციალურად 12 ოქტომბერს დაიკავებს, როდესაც პარლამენტში ფიცს დადებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×