რეზონანსი
02.09.2026

გერმანიაში, ბავარიის ქალაქ აუგსბურგში, რკინიგზის სადგურთან ახლოს აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი - 17 და 18 წლის მოზარდები დაშავდნენ. მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, დაშავებულები უკრაინის მოქალაქეები არიან.

აფეთქების შემდეგ, მთავარ სადგურთან კიდევ ერთი საეჭვო ნივთი აღმოაჩინეს, რის გამოც სატრანსპორტო კვანძის მუშაობა დროებით შეჩერდა. ადგილზე ბავარიის სახელმწიფო კრიმინალური პოლიციის ექსპერტები მუშაობდნენ.

მოგვიანებით, პოლიციამ განაცხადა, რომ საეჭვო ნივთი უსაფრთხო იყო და რკინიგზის სადგურის მუშაობა განახლდა.

"შეგვიძლია საფრთხე დასრულებულად გამოვაცხადოთ - მთავარი რკინიგზის სადგურის წინ ნაპოვნი ობიექტი უსაფრთხო იყო და სადგურის მუშაობა განვაახლეთ", - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა ტიმო კუფნერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×