
"გვიან ღამით, როდესაც შემოასახლეს ბატონი თამაზი იზოლატორში და შემდეგ მე მოვინახულე, ამის შემდეგ თამაზ ელიზბარაშვილს საკანში წაუვიდა გული, რის შემდეგაც იგი გადაიყვანეს კლინიკაში. კლინიკაში მოვიდა გონს. იგი ამას უკავშირებს პოლიციელების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობას, მათ შორის, სხვადასხვა ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ხელბორკილების მჭიდროდ მოჭერას და .ა.შ ამასთან დაკავშირებით მან დააფიქსირა იზოლატორში ეს ფატი და დღეს უკვე მოხდა მასთან გასაუბრება, იყო ქალაქი პროკურატურის გამომძიებელი შემოსული. რასაც ჩვენც, ადვოკატებიც დავესწარით." - განაცხადა ელიზბარაშვილის ადვოკატმა ლექსო სვიმონიშვილმა TV ფორმულასთან.
მისივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია როდის იმსჯელებს თამაზ ელიზბარაშვილის საქმეზე სასამართლო. ელიზბარაშვილი იზოლატორში შიმშილობს. ის გუშინ, 1 სექტემბერს დააკავეს. გაჩხრიკეს მისი მანქანა და სახლიც. შსს-ის ცნობით, ელიზბარაშვილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 151-ე - მუქარისა და 236-ე - ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებითაც. ნ