რეზონანსი
02.09.2026

რომ არ გვცოდნოდა, ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, ან სააკაშვილმა, ან ელისო კილაძემ დაწერა, ისეთი დაბალი დონის საქციელია, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილს.

მისი თქმით, მილიონი ამოიღეს ღარიბაშვილის სახლიდან, ოქროს ზოდები და აღიარებული აქვს ყველაფერი. შემდეგ გაუგებარ წერილებში ამბობს, რომ თურმე არაფერში ყოფილა დამნაშავე.

„ძალიან სამწუხაროა ყოფილი პრემიერისგან სამართლებრივი საკითხის პოლიტიზება. პირდაპირ ეთერში ხედავდით კადრებს, მილიონი ამოიღეს მისი სახლიდან, ოქროს ზოდები და აღიარებული აქვს ყველაფერი. შემდეგ გაუგებარ წერილებში ამბობს, რომ თურმე არაფერში ყოფილა დამნაშავე, გუშინაც სამწუხაროდ მორიგი ბოდვა ვიხილეთ. ამ ზღაპრების არავის სჯერა. რომ არ გვცოდნოდა, ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, ან სააკაშვილმა, ან ელისო კილაძემ დაწერა, ისეთი დაბალი დონის საქციელია“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

პატიმრობაში მყოფმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მორიგი წერილი გამოაქვეყნა. იგი აცხადებს, რომ პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვას - რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×