რეზონანსი
02.09.2026

ვაკის რაიონში, ავთო ვარაზისა და აგარაკის ქუჩების კვეთაზე სატრანსპორტო კვანძი ეწყობა, - ამის შესახებ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ტერიტორიაზე გათვალისწინებულია ავტობუსებისა და მიკროავტობუსების გაჩერებისთვის განკუთვნილი მოსაცდელის განთავსება.

„ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ავთო ვარაზისა და აგარაკის ქუჩების კვეთაზე სატრანსპორტო კვანძი ეწყობა. დაახლოებით 2 000 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე გზის განახლება მიმდინარეობს, ეწყობა ტროტუარი და იგება ასფალტის საფარი. გარდა ამისა, ტერიტორიაზე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების გაჩერებების და განათების ქსელის მოწყობაა გათვალისწინებული. მნიშვნელოვანია აღნიშნული სამუშაოების ჩატარება. ადგილობრივ მოსახლეობას ჰქონდა ძალიან დიდი დისკომფორტი და ჩვენ დავპირდით, რომ აღნიშნულ ტერიტორიას მთლიანად მოვაწესრიგებდით. შესაბამისად, პროექტი ძალიან მალე დასრულდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×