თამთა ჩაჩანიძე 20.12.2025

მომღერალი „უცნობი" მთავრობას და საპატრიარქოს მიმართავს, რომ პროევროპულ აცქიებზე დაკავებულები გაათავისუფლოს და ფაქტიურად თავდებშიც კი უდგება მათ. ამას დროში დაემთხვა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაც, რომ მას „გამოკეტილ ახალგაზრდებზე გული სტკივა". ეს ყველაფერი კი ანალიტიკოსებს აფიქრებინებთ, რომ შესაძლოა „ქართული ოცნება" წინასაახალწლოდ აქციებზე დაკავებულების ამნისტიას გეგმავს.
თამთა ჩაჩანიძე 20.12.2025

ევროკომისია ისევ ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე საუბრობს და საქართველოს ხელისუფლებისგან პოლიტიკის შეცვლას ელის. თუმცა, მათ ანგარიშში რაიმე თარიღები და ვადები დასახელებული არაა. ანალიტიკოსთა შეფასებით, მთავარი საიხლე ისაა, რომ თუკი ადრე ევროპელი პოლიტიკოსები ოფიციალურ განცხადებებში ამბობდნენ, რომ შეეცდებოდნენ უვიზო მიმოსვლის შეჩერებით საქართველოს მთელი მოსახლეობა არ დაზარალებულიყო, ახლა ევროკომისიის ანგარიში ამას პირდაპირ უშვებენ.
თამთა ჩაჩანიძე 19.12.2025

ბრიუსელში 15-საათიანი ცხარე დისკუსიის შემდეგ, ევროკავშირმა გადაწყვიტა სესხის სახით უკრაინა 90 მილიარდი ევროთი დააფინანსოს, თუმცა ვერ შეთანხმდა რუსული გაყინული აქტივების გამოყენებაზე, ძირითადად ბელგიის წინააღმდეგობის გამო, სადაც აქტივების ძირითადი ნაწილია განთავსებული.
მარიამ ვეკუა 19.12.2025 
მმართველ გუნდში ფიქრობენ, დღეავდენლი გადმოსახედიდან ჯერჯერობით შეუძლებელია თქვა, რუსეთ-უკრაინის ომში ვინ არის გამარჯვებული, თუმცა როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ამ ომს ნამდვილად ჰყავს დამარცხებულები - ევროკავშირი და უკრაინა. ექსპერტების ნაწილი პაპუაშვილის განცხადების არსს იზიარებს, ნაწილი კი მას „ამორალურს" უწოდებს.
მარიამ ვეკუა 19.12.2025 
მელია-გვარამიას კოალიციის წევრ ზურა ჯაფარიძის ციხიდან გამოშვებამ ცოტა არ იყოს იმედგაცრუებულ ოპოზიციას ენერგეტიკა შეჰმატა. იმედი აქვთ, რომ ზურა გირჩის პიროვნული თვისებები ერთიანობის შექმნას შეუწყობს ხელს. თავად „ჯაფარა" ამბობს, რომ დილით, ვადაზე რამდენიმე სააათით ადრე, პერანგის ამარა გამოაგდეს ციხიდან, სადაც დაჰპირდნენ, რომ გარეთ დიდი ხნით არ დარჩებოდა. დარწმუნებულია, რომ ახლა ოპოზიციის ერთიანობის შანსები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.
თამთა ჩაჩანიძე 18.12.2025 
65 საერთაშორისო პროფესორი და მკვლევარი კობახიძეს უმაღლესი განათლების რეფორმის გადახედვისკენ მოუწოდებს. ამბობენ, რომ შემოთავაზებული კონცეფცია დემოკრატიულ პროგრესს აბათილებს და მოქალაქეების პერსპექტივებს ზღუდავს. აღიარებენ, რომ საქართველოს განათლების სისტემა რეფორმას საჭიროებს, თუმცა ის კონცეფცია, რასაც პრემიერი სთავაზობს, „ვერცერთ ამ პრობლემას ვერ გადაჭრის ".
მარიამ ვეკუა 18.12.2025 
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ბრიუსელი, არც მეტი არც ნაკლები, ევროპული ცივილიზაციის ნგრევაში დაადანაშაულა, უკრაინის საკითხზე კი თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის მხარდაჭერის მთავარი საზომი უკრაინელი ხალხია და არა მისი მოქმედი ხელისუფლება.
თამთა ჩაჩანიძე 18.12.2025 
„ქართული ოცნების" ოპონენტები არ გამორიცხავენ, რომ მმართველ პარტიას ბელარუსის სცენარი ჰქონდეს ჩაფიქრებული, რა დროსაც სანქციების მოხსნის სანაცვლოდ ალექსანდრ ლუკაშენკომ პოლიტპატიმრები გაათავისუფლა. თავად „ოცნებაში" კი ამტკიცებენ, რომ ქვეყანას პოლიტპატიმრები არ ჰყავს.
მარიამ ვეკუა 17.12.2025 
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის კრიტიკულმა განცხადებამ საქართველოს ხელისუფლების მისამართით პოლიტიკური დაპირისპირება კიდევ უფრო გაამწვავა - ბრიუსელი დემოკრატიასა და მედიაზე ზეწოლაზე საუბრობს, „ქართული ოცნება" კი ევროკავშირს საბჭოთა კავშირს ადარებს და ურთიერთობის ჩიხში შესვლაში ევროპულ ბიუროკრატიას ადანაშაულებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ დიალოგისთვის მზად არიან და ევროკავშირში გაწევრიანება კვლავ გაცხადებულ მიზნად რჩება- რას ითხოვს ბრიუსელი და რა ცვლილებებს ელოდება „ქართული ოცნება" ევროკავშირის დამოკიდებულებაში.
თამთა ჩაჩანიძე 17.12.2025 
"ქართული ოცნება" "ცარიელ პროპაგანდისტულ" მესიჯებს უწოდებს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიერ გაფართოებასთან დაკავშირებით გამოტანილ დასკვნაში საქართველოზე გაკეთებულ აქცენტებს. მმართველი პარტია ამბობს, რომ ევროკავშირისგან ასეთი დამოკიდებულება მათთვის მიუღებელია. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ევროსტრუქტურები ვალდებულები არიან შეაფასონ კანდიდატ ქვეყანაში არსებული ვითარება, დოკუმენტი რეალობას აღწერს და "ამ შეფასებებში არაფერი უცნაური არაა.
თამარ ვეფხვაძე 18.12.2025 
საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასი მკვეთრად შემცირდა და 1 ბარელი 59 დოლარის ფარგლებშია. ბოლო დროს, გაიაფების ტენდენცია აშკარაა და უცხოელი ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ პროცესი მომდევნო წელსაც გაგრძელდება. ამ პროგნოზს ქართველი ეკონომისტებიც იზიარებენ და ამბობენ, რომ ნავთობის ფასის კლება 2026 წლის პირველ კვარტალშიც გაგრძელდება. ლოგიკურად ჩნდება კითხვა - გაიაფდება თუ არა ბენზინისა და დიზელის საწვავი? სწორედ აქ, აზრი ორად იყოფა - ნაწილი მიიჩნევს, რომ ნავთობპროდუქტები ბაზარზე არსებული კარტელური გარიგების გამო, არ გაიაფდება, ხოლო მეორე ნაწილი ამბობს, რომ საბითუმო ბაზარზე ფასის კლება უკვე დაწყებულია და ცხადია, საწვავი აქაც გაიაფდება.
თამარ ვეფხვაძე 17.12.2025 
მომავალი წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უკვე ძალიან ოპტიმისტურია. „გალტ ენდ თაგარტში“ მიიჩნევენ, რომ 2026 წელს, საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება. პარალელურად, ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ შემდეგ წელს მშპ იმაზე მეტად გაიზდება, ვიდრე 2025 წელის. ამ პროგნოზს იზიარებენ ეკონომიკის ექსპერტები და აცხადებენ, რომ ეს სრულიად რეალისტურია, რადგან ბოლო წლების განმავლობაში, საქართველო მაღალ ეკონომიკურ ზრდას სტაბილურად ინარჩუნებს.
ქეთო გოგოხია 17.12.2025 
ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადების გაძვირება დადასტურებულია. კონკრეტულად რამდენით მოიმატებს ტარიფი, ჯერჯერობით უცნობია. სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, მოსალოდნელი ცვლილების შესახებ ცნობილი გახდება საჯარო სხდომაზე, რომელიც დეკემბრის ბოლოს გაიმართება. დანამდვილებით ცნობილია, რომ წყალმომარაგების ტარიფი ამ ეტაპზე არ შეიცვლება და 2026 წლის ბოლოს გადაიხედება.
ირმა ჩიტაია 16.12.2025 
ტურიზმის სექტორში, განსაკუთრებით გიდების პოზიციაზე მომუშავე უცხოელი კადრების საქმიანობას ინდუსტრიის წარმომადგენელთა ნაწილი ნეგატიურად აფასებს და აცხადებენ, რომ უცხოელებს ქართულ ბაზარზე მონოპოლია აქვთ აღებული. ამიტომაც შესაბამისი უწყებების მხრიდან რეაგირებას ითხოვენ. ნაწილი კი ფიქრობს, რომ საკითხი არც ისე მწვავეა როგორც ამას აყენებენ, რადგან ამ კუთხით ოფიციალური მონაცემები არ არსებობს და დაზუსტებით ცნობილი არ არის რამდენი უცხოელი გიდი ან ტუროპერატორი მუშაობს საქართველოში.
თამარ ვეფხვაძე 16.12.2025 
ენერგეტიკა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მთავარი ქვაკუთხედია. საქართველოს კი ამ მხრივ, უდიდესი პოტენციალი აქვს, როგორც ჰიდრორესურსების, ასევე განახლებადი ენერგიის განვითარების თვალსაზრისით. ამ ფონზე, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ქვეყანას ენერგეტიკის სამინისტრო არ გააჩნია. დარგის პროფესიონალები უკვე ღიად საუბრობენ, რომ აუცილებელი და საჭიროა სამინისტროს სრულად აღდგენა.
თამთა ჩაჩანიძე 19.12.2025 
„ქართული ოცნება" „ალტ-ინფოს" და ოპოზიციურ ჯგუფებს უპირისპირდება და „იგლ ჰილსის" წინააღმდეგ კამპანიას ეკონომიკურ დივერსიას უწოდებს. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ აღნიშნული ჯგუფები სიცრუეს და დეზინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებენ მათ შორის ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ყალბი ვიდეოებით, რაც არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.
მარიამ ვეკუა 18.12.2025 
ვაშინგტონს ვენესუელაზე ზეწოლა ახალ, უკიდურეს ეტაპზე გადაჰყავს - დონალდ ტრამპის ბრძანებით, აშშ სანქცირებული ნავთობტანკერების სრულ ბლოკადას აცხადებს. ნაბიჯს, რომელიც სამართლებრივ და სამხედრო ესკალაციის ზღვარზე დგას, როგორც კონგრესში, ისე საერთაშორისო სამართლის ექსპერტთა შორის უკვე „ომის აქტს" უწოდებენ.
მარიამ ვეკუა 17.12.2025 
ევროკავშირის ლიდერები ხუთშაბათის სამიტს უპრეცედენტო ზეწოლის ფონზე ხვდებიან - უკრაინის დაფინანსება, გაყინული რუსული აქტივები და ბლოკის ერთიანობა ერთდროულად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. როგორც პოლიტიკო წერს, ევროპა დღეს რეალური გამოცდის წინაშეა: შედგება თუ არა შეთნხმება მაშინ, როცა შიდა წინააღმდეგობები ბრიუსელში სულ უფრო მძაფრდება |
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|