რეზონანსი
26.12.2025

დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი არის რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი, ასევე მსხვილი სადისტრიბუციო კომპანიის ხელმძღვანელები არიან რადიკალური პარტიის ლიდერები - ისევ ისინი ლაპარაკობენ მაღალ ფასებზე და თვითონ ადებენ მაღალ ფასნამატს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერი მიიჩნევს, რომ დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი უნდა მივიდეს პარლამენტში და დაასაბუთოს, რომ ეს ფასნამატი არის სწორი და არ ეფუძნება კარტელურ გარიგებებს.

„კონკრეტული ოპოზიციური ტელევიზიები პირდაპირ, აშკარად ხელს აფარებდნენ სადისტრიბუციო ბიზნესს, ასევე ქსელებს და პირდაპირ აქცენტი ხელოვნურად გადაჰქონდათ დღგ-ზე, რაც პირდაპირ აჩენს ეჭვს, რომ იყო პოლიტიკური, სუბიექტური ინტერესებიც. აქვე შეგვიძლია გავიხსენოთ ისიც, რომ დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი არის რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტი, ასევე, სხვა მიმართულებითაც იკვეთება მათი პირდაპირი თანამონაწილეობა. ერთ-ერთი მსხვილი სადისტრიბუციო კომპანიის ხელმძღვანელები არიან ერთ-ერთი რადიკალური პარტიის ლიდერები. ისევ ისინი ლაპარაკობენ მაღალ ფასებზე და თვითონ ადებენ მაღალ ფასნამატს, რაც საბოლოო ჯამში, ფასების ზრდას იწვევს. ყველა ამ ადამიანს მოუწევს პასუხების გაცემა. 

კეთილი ინებოს და ამ ასოციაციის ხელმძღვანელი მივიდეს პარლამენტში და დაასაბუთოს, რომ ეს ფასნამატი არის სწორი, ჯანსაღი, არ ეფუძნება კარტელურ გარიგებებს და საზოგადოებამ უნდა ნახოს და შეაფასოს ეს ყველაფერი. თუ ვერ დაასაბუთებენ, მაშინ კეთილი ინებონ და დაწიონ ფასები. არ შეიძლება ასმა ადამიანმა იძალადოს 4 მილიონ ადამიანზე. თუ ჩვენ დავადგენთ, რომ 100 ადამიანი ძალადობს 4 მილიონ ადამიანზე, აქაც სახელმწიფო უნდა ჩაერიოს“, - განაცხადა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×