რეზონანსი
25.12.2025

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხუთშაბათს მოლაპარაკებები გამართა დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან და დიპლომატიურ მრჩეველთან, ჯარედ კუშნერთან.

„მადლობა კონსტრუქციულობისთვის, ინტენსიური მუშაობისთვის, კეთილი სიტყვებისა და უკრაინელებისთვის შობის მოლოცვისთვის. ჩვენ ვმუშაობთ 24/7 რეჟიმში, რათა დავაახლოოთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ამ სასტიკი ომის დასასრული და ყველა დოკუმენტი თუ ნაბიჯი გავხადოთ რეალისტური, ეფექტური და საიმედო“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, საუბრისას მუშაობის ზოგიერთი არსებითი დეტალი განიხილეს.

„არსებობს კარგი იდეები, რომლებმაც შეიძლება იმუშაოს საერთო შედეგისა და ხანგრძლივი მშვიდობისთვის. ნამდვილი უსაფრთხოება, ნამდვილი აღდგენა, ნამდვილი მშვიდობა - ეს არის ის, რაც ყველას გვჭირდება უკრაინაში, შეერთებულ შტატებში, ევროპაში და თითოეულ პარტნიორთან, რომელიც გვეხმარება. იმედი მაქვს, რომ ჩვენი დღევანდელი საშობაო შეთანხმებები და იდეები, რომლებიც განვიხილეთ, სასარგებლო იქნება“, - დასძინა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×