რეზონანსი
25.12.2025

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია დააკავეს.

შესაბამისი განცხადება სუს-ში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა.

სუს-ში აცხადებენ, რომ ახალია დაკავებულია 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში.

გამოძიების თანახმად, 4 ოქტომბრის მოვლენებს ინტერნეტ - აპლიკაციის მეშვეობით ხელმძღვანელობდა და საქართველოში მთავარი ორგანიზატორი იყო ბაჩანა ახალაია.

„მოსამართლის განჩინების საფუძველზე ამოღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ 4 ოქტომბრის დანაშაულებრივი მოვლენების დროს აღნიშნულ მოვლენებს ინტერნეტ - აპლიკაციის მეშვეობით ხელმძღვანელობდა და საქართველოში მთავარი ორგანიზატორი იყო ბაჩანა ახალაია“, - განაცხადა სუს-ის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×