რეზონანსი
25.12.2025

 თუ ვინ­მეს ბავ­შვე­ბის­თვის ახა­ლი წლის გა­ფუ­ჭე­ბა სურს, შე­უძ­ლია წა­ვი­დეს და თბი­ლი­სის ცენ­ტრში გა­მარ­თოს პრო­ტეს­ტი - ამის შე­სა­ხებ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის ე.წ. "პრე­ზი­დენ­ტმა", ალან გა­ლო­ევ­მა და­კა­ვე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, თა­მარ მე­ა­რა­ყიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

"მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა, ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა მო­ნა­ცე­მი ცნო­ბი­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის. არის ფაქ­ტე­ბი და დო­კუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ადას­ტუ­რე­ბენ მის­თვის წა­მო­ყე­ნე­ბულ ბრალ­დე­ბას...

თუ ვინ­მეს სურს ბავ­შვე­ბის­თვის ახა­ლი წლის გა­ფუ­ჭე­ბა, შე­უძ­ლია წა­ვი­დეს და თბი­ლი­სი ცენ­ტრში გა­მარ­თოს პრო­ტეს­ტი.

ის მკაცრს გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ, შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ტერ­მი­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, რაც სის­ხლის სა­მარ­თლის დარ­ღვე­ვაა. მაგ­რამ, ამავდრო­უ­ლად, არ ყო­ფი­ლა და არ არის მას­ზე ზე­წო­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის და­ვა­ლე­ბა. ნე­ბის­მი­ერ სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ში ის სის­ხლის სა­მარ­თლის წი­ნა­შე დად­გე­ბო­და," - გა­ნა­ცხა­და გაგ­ლო­ევ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, ოკუ­პი­რე­ბულ ცხინ­ვა­ლის ე.წ. გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, თა­მარ მე­ა­რა­ყიშ­ვი­ლი ჯა­შუ­შო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. გუ­შინ სუს-მა გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ „ცხინ­ვა­ლი­დან ცხე­ლი ხა­ზით და­ა­დას­ტუ­რეს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მუდ­მი­ვად მცხოვ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის, თა­მარ მე­ა­რა­ყიშ­ვი­ლის უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბის ფაქ­ტი". ასე­ვე, სუს-ის ცნო­ბით, „აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ტენ­სი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს".

"ეხო კავ­კა­ზა"-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, თა­მარ მე­ა­რა­ყიშ­ვი­ლი ბრალ­დე­ბებს უარ­ყოფს და შიმ­ში­ლო­ბას გა­ნაგ­რძობს. ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის ე.წ. სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ თა­მარ მე­ა­რა­ყიშ­ვილს ორ­თვი­ა­ნი წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×