რეზონანსი
24.12.2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა. როგორც პრემიერი X-ზე წერს, მან ილჰამ ალიევს დაბადების დღე მიულოცა და ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს ძლიერი მეგობრობა.

„თბილი სატელეფონო საუბარი მქონდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, რომელსაც დაბადების დღე მივულოცე, ჯანმრთელობა და წარმატებები ვუსურვე. კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ ერთმანეთს ძლიერი მეგობრობა და საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მჭიდრო ურთიერთობები“, - აღნიშნავს პრემიერი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×