ელზა პაპოშვილი
(24.04.2024)

რას შეეცვლის უკრაინის ფრონტის ხაზზე ამერიკის მიერ გამოყოფილი 61 მილიარდი და შეიტანს თუ არა ომში რამე სახის გარდატეხვას? უკრაინაზე რუსეთის მოსალოდნელი მასშტაბური თავდასხმების გამო და მრავალთვიანი დისკუსიების შემდეგ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას მხარი უკვე დაუჭირა. 

ამერიკელი კანონმდებლები ვარაუდობენ, რომ, პრეზიდენტ ბაიდენის ხელმოწერის შემდეგ, სამხედრო დახმარების პირველი ნაკადი, შესაძლოა, უკრაინაში მომდევნო კვირაში გაიგზავნოს.

"ბლუმბერგის" ინფორმაციით, შტატების დახმარება ხელს შეუწყობს უკრაინის თავდაცვის გაძლიერებას, მაგრამ ეს შეტევისთვის საკმარისი არ არის. იმავეს ამბობს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელიც. კირილ ბუდანოვი ვარაუდობს, რომ მაისის შუა რიცხვებსა და ივნისის დასაწყისში უკრაინაში მძიმე ვითარება იქნება. 

დასავლეთის მხარდაჭერის ფონზე კი, სულ უფრო მწვავე დაპირისპირებები ხდება საბრძოლო ველზე. რუსმა ოკუპანტებმა სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ხერსონისა და მიკოლაივის დასახლებები დაბომბეს. ხარკოვში, სუმსა და დონეცკიში დაშავდნენ ადგილობრივები და დაზიანდა კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა.   

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების კანონპროექტს ხელი 24 აპრილს  მოაწერა.

“ეს არის ძალიან კარგი დღე აშშ-ის, ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის, როცა ჩვენი მოკავშირეები ძლიერები არიან, ჩვენც ძლიერები ვართ. ამ კანონის ხელმოწერით აშშ და მთელი მსოფლიო უფრო უსაფრთხოდ იქნება“, – განაცხადა ბაიდენმა.

პაკეტი აერთიანებს ოთხ კანონპროექტს, რომლებსაც წარმომადგენელთა პალატამ გასულ კვირას ცალ-ცალკე კანონპროექტებად დაუჭირა მხარი. ოთხი კანონპროექტიდან ერთი ითვალისწინებს უკრაინის 61 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებას, მეორე კი – ისრაელის დახმარებას 26 მილიარდი დოლარის ოდენობით. მესამე კანონპროექტი მოიცავს 8,1 მილიარდ დოლარის გამოყოფას ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის. რაც შეეხება მეოთხე კანონპროექტს, ის სოციალურ ქსელ "ტიკ-ტოკის“ აკრძალვის შესაძლებლობას იძლევა, ასევე მოიცავს რუსული აქტივების კონფისკაციას უკრაინის სასარგებლოდ და ახალ სანქციებს ირანის წინააღმდეგ.

ევროპელი დიპლომატები კი კიევის მეტი სამხედრო მხარდაჭერის აუცილებლობაზე საუბრობენ. ბრიუსელში ამბობენ, რომ მოსკოვი მტკივნეული ნაბიჯებისთვის ემზადება, რის გამოც დასავლეთმა უკრაინას სამხედრო დახმარება რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიაწოდოს.

უკრაინის მეზობელი პოლონეთი თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსებაზეც კი თანახმაა, თუ ნატო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს. პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ეს განცხადება იმ ფონზე გააკეთა, როცა რუსეთი ბელარუსსა და კალინინგრადში შეიარაღებას აძლიერებს.

დასავლეთის უკრაინისადმი დახმარების საკითხი უკვე განსაჯეს რუსეთის საგარეო უწყებაშიც. სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ უკრაინის დახმარება შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს რუსეთთან პირდაპირი სამხედრო შეტაკების ზღვარზე აყენებს.

შეერთებული შტატების ახალ დახმარებას კი  უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელესკიმ გამარჯვების შანსი უწოდა და ამერიკელ კანონმდებლებს მადლობა გადაუხადა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი და გენერალ - მაიორი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ მისთვის სრულიად მოსალოდნელი იყო, რომ ამერიკა დამხარების გამოყოფაზე საბოლოოდ გადაწყვეტილებას მიიღებდა. გენერალი“რეზონანსთან“ ამბობს, რომ ეს იყო პოლიტიკური ვაჭრობის და თამაშების ნაწილი, სადაც საბოლოოდ საღმა აზრმა გაიმარჯვა. 

„ახლა რუსეთის მხრიდან ამ ომში წარმატების მიღწევა ძალიან დიდი თავისტკივილი იქნება, როგორც ევროპისთვის, ასევე ამერიკისთვის. ცნობილი გამოთქმაა, „ფინანსები ომის კუნთებიაო“. ვიდრე ვითარება უფრო დრმატულად შეიცვლებოდა უკრაინის ომში, ამ დახმარებამ სულზე მიუსწროთ. ბოლო პერიოდში რუსეთი გათავისუფლების მაგივრად პირდაპირ ქალაქების და სოფლების განადგურებაზე იყო გადასული. პუტინმა გადაწყვიტა, რომ შექმნას სანიტარული ზონა, რომელიც გადამწვარი და გადახრუკული უნდა იყოს და იქ ვერავინ ვერ უნდა იცხვროს. 

„უკრაინაზე ფსიქოლოგიურ - მორალურ წეზოლას ცდილობს, რადგან გრავიტაციის ცენტრი და ხალხის წინააღმდეგობის უნარი დააქვეითოს. ეს არ არის სიახლე, როცა მოწინააღმდეგე მხარეები, ერთმანეთის პოტენციალს ასუსტებენ. ეს მეორე მსოფლიო იმის დროსაც აპრობირებული მეთოდი იყო. 

„დღეს უკრაინაში ყველაფერი, ინდუსტრიული ცენტრები განადგურებულია. პუტინი ბომბავს და ანადგურებს მოსახლეობას. ანადგურებს იმ ენერგომატარებელებს, რომელიც მოსახლეობას სჭირდება. ეს არის გათვლილი იმისთვის, რომ მოსახლებამ უკრაინის ხელისუფლებისთვის საომარ მოქმედებებში მხარდაჭერა შეწყვიტონ“,-ამბობს კაპანაძე. 

მისივე თქმით, უპირევლეს ყოვილსა უკრაინას ეს დახმარება, მშვიდობიანი მოსახლეობის გადასარჩენად და საჰაერო სივრცის გასაკონტროლებლად სჭირდებოდა. გენერალი ამბობს, რომ რუსების მასიურ სარაკეტო დარტყმებს რაღაცა პერიოდულობა ახასიათებს. 

„რუსეთი ახლა ირანიდან საშუალო ბალისტიკური ჭურვების მიღების პროცესეშია და არ არის გამორიცხული ეს საშუალება ისევ სამშვიდობა მოსახლეობის წინააღმდეგ იყოს გამოყენებული და დაბომბვებმა მაისისთვის უფორ მასიური სახე მიიღოს. 

„ეს დახმარება უკრაინის ფრონტზე გარკვეულ ოპერატიულ გარდატეხას შეიტანს. ვინაიდან ეს არ მისცემს რუსებს საშუალებას, რომ ფრონტზე ინიციატივა კიდევ მათ ხელში დარჩეს. ჯერჯერობით ის ნაბიჯ - ნაბიჯ გადამწვარ ტერიტიებზე გადაადგილების პრობლემები შეექმნება. 

„ახლა თუ არის ჭურვების გამოყენება რუსების მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ 6/1 და გახდება 3/1-თან ესეც უკვე წარმატება იქნება. ამავე დროს უკრაინას უკვე ამ დახმარებით უპირატესი საფრენი საშუალებები ექნება. ამას თუ დაემატება „ატაკამსები“ ბევრად უკეთესი იქნება“,-ამბობს კაპანაძე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე