ნაზი ბერიძე
(18.01.2023)

უკრაინა ბროვარიში მომხდარი ტრაგედიის ვერსიებზე ავრცელებს ინფორმაციას. „უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლებმა დაიწყეს წინასწარი გამოძიება ბროვარიში ვერტმფრენის ჩამოვარდნის ფაქტზე. განიხილება ტრაგედიის გამომწვევი რამდენიმე ვერსია," - ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

როგორც უსაფრთხოების სამსახური იუწყება, მათ შორისაა ფრენის წესების დარღვევა, ვეტმფრენის ტექნიკური გაუმართაობა და მისი განადგურების მიზანმიმართული ქმედებები. სამსახურის თანამშრომლები ახორციელებენ საგამოძიებო და ოპერატიულ ღონისძიებებს ტრაგედიის გამომწვევი ყველა მიზეზის დასადგენად.

ოთხშაბათს ბროვარიში საბავშვო ბაღთან ვერტმფრენი ჩამოვარდა. ბორტზე ცხრა ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი მოადგილე ევგენი იენინი და სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი, რომლებიც ტრაგიკულად დაიღუპნენ. ბოლო მონაცემებით, ავიაკატასტროფის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვი. დაშავდა 30 ადამიანი, მათ შორის 12 ბავშვი.

პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ უსაფრთხოების სამსახურს ეროვნულ პოლიციასთან და სხვა დაქვემდებარებულ ორგანოებთან ერთად ბროვარიში ვერტმფრენის ჩამოვარდნის გარემოებების გამოძიება დაავალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე