ნაზი ბერიძე
(18.01.2023)

ბრიტანული მაუწყებლის ინფორმაციით ამერიკულმა ტექნოლოგიების გიგანტმა შესაძლოა რამდენიმე დღეში გამოაცხადოს გათავისუფლების გეგმა, რომელიც მთელ მსოფლიოში მდებარე ოფისებს შეეხება- ინფორმაციას Sky News ავრცელებს.

Microsoft ათასობით სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს. მოსალოდნელი განცხადება, შეიძლება დღეს გაკეთდეს.

Sky News-ის ინფორმაციით, სამუშაო ძალის 5%, დაახლოებით 11,000 სამუშაო ადგილი შემცირდება. ბილ გეითსის მიერ დაფუძნებული კომპანია ამ ეტაპზე 220,000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.

კომპანია, რომელმაც ფსონი დადო cloud გამოთვლების ზრდაზე და რომლის საბაზრო ღიღებულებაც 1.78 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს, მეორე კვარტლის შედეგებს მომდევნო კვირაში გამოაქვეყნებს. თუ შემცირება დადასტურდება, სავარაუდოდ ეს განცხადება მანამდე გაკეთდება, სანამ Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორი და თავმჯდომარე სატია ნადელა 24 იანვარს ინვესტორებს ფინანსურ მაჩვენებლებს გააცნობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე