რეზონანსი
(12.01.2023)

რუსული კერძო სამხედრო კომპანიის დაქირავებული მებრძოლები მცირე ჯგუფებად მიიწევდნენ ურბანული ტერიტორიებისკენ, როცა ჩვენმა სამხედროებმა ერთ-ერთ ასეთ ჯგუფს 82 მმ-იანი ნაღმტყორცნები დაარტყეს - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული სააგენტო „უნიანი"ავრცელებს.

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, სოლედარში მესაზღვრეებმა „ვაგნერის" ჯგუფი დაამარცხეს და მტერს უკან დახევა აიძულეს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსული კერძო სამხედრო კომპანიის დაქირავებული მებრძოლები მცირე ჯგუფებად გადავიდნენ ურბანულ დასახლებაში. „ერთ-ერთ ეზოში შეგროვილ მტრის ქვეითებს, მესაზღვრეებმა ცეცხლი გაუხსნეს 82 მმ-იანი ნაღმტყორცნებით. შედეგად, ჩვენმა დამცველებმა დამპყრობელთა ჯგუფის ნაწილი გაანადგურეს, გადარჩენილებს კი აიძულეს უკან დახევა".

მოამზადა ნაზი ბერიძემ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე