რეზონანსი
(27.02.2024)

„მწერლების ბარში", გამომცემლობა „ინტელექტმა" პოლონური ინსტიტუტი თბილისში / Instytut Polski w Tbilisi-სთან თანამშრომლობით, გამართა ჟურნალ „ქართული მწერლობის" თებერვლის ნომრის წარდგენა.

„ჟურნალის „ქართული მწერლობა" თებერვლის ნომერი პოლონური ლიტერატურის სულში იხედება.

პოლონურ-ქართული ისტორიულად მჭიდრო ურთიერთობა, პოლონელებისა და ქართველების მუდამ უცვლელი ურთიერთსიმპათია, პოლონელთა გავლენა ქართულ კულტურაზე, პოლონური ლიტერატურის არსებობა საქართველოში, ეს ყველაფერი გვავალდებულებს, კიდევ ერთხელ გავაცნოთ ქართველ მკითხველს პოლონეთის რჩეული ლიტერატურული მემკვიდრეობა.

ნომრის ავტორები შემთხვევით არ არიან შერჩეულნი, მათი სახელები თბილისში პოლონური ინსტიტუტის მიმდინარე საქმიანობას, მომავალ გეგმებს უკავშირდება, მაგრამ არჩევანი, უპირველეს ყოვლისა, ნაკარნახევია ქართველი მკითხველის, ლიტერატორებისა და მთარგმნელის გემოვნებით.

ჟურნალში წარმოდგენილი ნაწარმოებების ფრაგმენტები პოლონური სულის იმ პერიოდებისთვის დამახასიათებელ თავისებურებას ასახავს, რომლებშიც ისინი იქმნებოდა. ეს ნაწერები სხვადასხვა ლიტერატურულ ეპოქას მიეკუთვნება, მაგრამ, ამბოხის, ნოსტალგიის, რომანტიზმის ელემენტები და კაცობრიობისადმი გახსნილობა აერთიანებს", - მაგდალენა ვოიდაშევიჩი, პოლონური ინსტიტუტის დირექტორი თბილისში.

ჟურნალის ახალ ნომერში წაიკითხავთ: ვისლავა შიმბორსკა, ზოგიერთს უყვარს პოეზია და სხვა ლექსები | პოლონურიდან თარგმნეს შოთა იათაშვილმა და ქეთი ქანთარიამ

მარეკ ჰლასკო, „ორნი გზაზე", „გზის ბოლოს ძმა მელოდება" | პოლონურიდან თარგმნა და წინასიტყვაობა დაურთო კატია ვოლტერსმა. ადამ მიცკევიჩი, ჯიადი | პოლონურიდან თარგმნეს ანი კოპალიანმა და ქეთი ქანთარიამ. გუგა მგელაძე, ქაოსის სიმფონია (რეცენზია ოლგა ტოკარჩუკის „დაუდგომელნის" შესახებ). ვახტანგ ჯავახაძე, დაგვიანებული ინტერმედია (გალაკტიონი და გრიგოლ რობაქიძე) ინტერვიუ როსტომ ჩხეიძესთან (ესაუბრა ედუარდო გარსია როხასი , ესპანურიდან თარგმნა ლანა კალანდიამ)

ლია სტურუა, ახალი ლექსები დათო ტურაშვილი, გზაში დაწერილი წიგნიდან

წიგნიდან „დიალოგები. ხორხე ლუის ბორხესი, ერნესტო საბატო", ესპანურიდან თარგმნა ნინო ფიფიამ. გიორგი კაკაბაძე, პარალელების ძიება. ბუბა კუდავა, ლეგენდების რჩეულნი

დებიუტი: ნათელა ჯანელიძე, ლექსები. გარეკანის ბოლო გვერდზე - ილია ჭანტურიას წერილი ოლგა ტოკარჩუკის მოთხრობების კრებულის შესახებ

ჟურნალი გამოიცა პოლონური ინსტიტუტი თბილისში / Instytut Polski w Tbilisi-ის მხარდაჭერით.

 

ალექსანდრე ანდრიაძე

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე