რეზონანსი
(06.06.2023)

უნგრეთის საელჩომ საქართველოში უნგრეთის თავდაცვის სამინისტროსთან ერთად 5 ივნისს, ორ ღონისძიებას უმასპინძლა. პირველი 17:15 საათზე უნგრელი სამხედრო ტყვეების მემორიალის გახსნა თბილისში, საბურთალოზე, ვასო გოძიაშვილის (წითელ) ბაღში გაიმართა. მემორიალი იმ უნგრეთის მოქალაქეების ხსოვნას მიეძღვნა, რომლებიც II მსოფლიო ომის დროს საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა ბანაკში მსახურობდნენ, დაიღუპნენ და მათ კვალს ვერ მიაგნეს

მეორე ღონისძიება, 18:20 საათზე, ჩატარდა ზიჩის პრიზით ქართველი მხატვრის ოფიციალურად დაჯილდოება Aart Galery-ში (თბილისი, დ. უზნაძის 13).

როგორც მემორიალის გახსნას, ისე მიჰაი ზიჩის პრიზის გადაცემას ოფიციალურად უნგრეთის თავდაცვის მინისტრი კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკი გაუძღვა.

სახელგანთქმული უნგრელი მხატვრის, ვეფხისტყაოსნის პირველი ილუსტრატორის, ზიჩის სახელობის პრემია უნგრეთის საელჩომ 2019 წელს დააფუძნა, რომლის მიზანი იყო ქართველი მხატვრების დაფასება, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ორ ქვეყანას შორის უკვე არსებული კულტურული ურთიერთობების შემდგომ განვითარებაში. ზიჩის პრიზის ნომინანტად ამჯერად აღიარებულია ცნობილი ქართველი მხატვარი გივი აღაპიშვილი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე