ელზა პაპოშვილი
(01.04.2024)

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰამამლოში ფიზიკური დაპირისპირება სისხლიან ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, დაპირისპირება დაჭრით დასრულდა. დანით, სხვადასხვა სახის დაზიანებები ორ ადამიანს აქვს მიღებული. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა კი სოფელში დაკრძალვაზე მოხდა. 

ადგილობრივებს უჭირთ იმაზე საუბარი რა გახდა ამ დაპირისპირების მიზეზი. ორივე დაჭრილს ჭრილობები სხვადასხვა ადგილებში აქვთ მიყენებული. დაჭრაში ბრალდებული მამაკაცი პოლიციამ ცხელ კვლაზევე დააკავა. დაჭრილების სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრებათ.    

„სოფელში იყო დაკრძალვა და იქ მოხდა დაპირისპირება. რა იყო ამ ჩხუბის მიზეზი არავინ იცის. მოხდა რაღაცაზე შელაპარაკება, რის შემდეგაც ერთმა კაცმა ორი პირი დაჭრა. ჯერ  კონფლიქტი სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო, მერე ამ ყვეელაფერს ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. საიდან აღმოჩნდა იმ კაცის ხელში დანა და ა.შ. არავინ იცის, ყველაფერი წამებში  მოხდა. ჩხუბის დროს აღმოჩნდა, რომ ორი კაცი იყო დაჭრილი. დაჭრაში ბრალდებული კაცი კი გაიქცა ადგილიდან, მაგრამ პოლიციამ მალევე დააკავა“,-ყვება ადგილობრივი „რეზონანსთან“.               

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე  მუხლით დაიწყო, რაც  ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი.   

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე