ელზა პაპოშვილი
(29.01.2024)

ახლა სასამართლომ უნდა დაადგინოს ვინ ამბობს სიმართლეს სკოლის მოსწავლე თუ პედოფილიაში მხილებული კაცი? ხაშურში მომხდარი მძიმე დანაშაულის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. პედოფილიის ბრალდებით დაკავებული 51 წლის კაცი, როემლსაც გამოძიება მისივე თანასოფლელის 16 წლის ბიჭის გაუპატიურებას ედავება, ბრალს არ აღიარებს. ის ამტკიცებს, რომ სკოლის მოსწავლემ ამბავი გამოიგონა და მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ის სასამართლოზე მოსამართლეს არწუმნებდა, რომ მოზარდი ტყუილს ამბობდა. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ ის წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.  

სავარაუდო მოძალადის წინააღმდეგ ახლა საქმეში სკოლის მოსწავლის ერთი ჩვენება და სოციალურ ქსელში გაგზავნილი შეტყობინებები დევს. როგორც ბიჭი პოლიციას ჩვენებაში უყვება, მამაკაცი მან სოციალური ქსელით გაიცნო, მასთან ნდობაში შევიდა და ერთი-ორჯერ შეხვედრაზეც დაითანხმა. სწორედ ნდობის მოპოვების შემდეგ, მამაკაცმა მასზე დანის მუქარით, სექსუალურად იძალადა. შუახნის მამაკაცს, ჯამში, სამ დანაშაულს ედავებიან:  გარყვნილ ქმედებას, სექსუალურ ძალადობას და მუქარას.      

დაცვის მხარე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს. მამაკაცის ინტერესების დამცველი მარიამ ინდუაშვილი მედიასთან საუბრისას ამტკიცებს, რომ ბრალდებულის სიმართლეს აუცილებლად დაამტკიცებენ. 

„ჩვენი პოზიცია იყო, არ გამოყენებულიყო აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე. სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა - იგი დარჩა პატიმრობაში. როდესაც დაიწყება საქმის არსებითი განხილვა, ჩვენ ნამდვილად დავამტკიცებთ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის უდანაშაულო. თავს დამნშავედ არ ცნობს, ეს დღესაც დააფიქსირა“,  - ამბობს მარიამ ინდუაშვილი.

რაც შეეხება დაზარალებულ არასწრულწლოვანს, ცნობილი ხდება, რომ მას კერძო ადვოკატი დაიცავს. ინტერესების დამცველი ამბობს, რომ პოზიტიური მოლოდინი აქვს.  

„შემიძლია კომენტარი არ გავაკეთო. ეს არ არის ღია საქმე, რომ მე კომენტარი ვაკეთო. ეს დახურული პროცესია, ვინ არის, რა არის, რა მოხდა ან მოხდა თუ არა საერთოდ რამე, ეს სასამართლოს დასადგენია და ჩვენ წინსაწარ როგორ ვილაპარაკოთ“, - ამბობს დაზარალებულის ადვოკატი დავით ჯალალი.   

დაკავბეული კაცის მეზობლებმა და ახლობლებმა მომხდარის შესახებ მაშინ გაიგეს, როცა კაცს პოლიციამ ხელბორკილები სახლში დაადო. ადგილობრივები შოკში არიან და კატეგორიულად გამორიცხავენ ფაქტს, რომ მამაკცს ბიჭზე ეძალადა.   

„ეს ბიჭი მარტო ცხოვრობს უკვე წლებია. ცოლი ჰყავს გარდაცვლილი. ორი შვილი ჰყავს და მათ ცოლის დედა ზრდის. შრომობდა და მუშაობდა, ცხოვრობდა ჩვეულებრივად. მის მიმართ ამდენი ხანია ერთი რაიმე საყვედური ან დანაშუალის შესახებ არავის გვსმენია. ისეთი მორიდებული ბიჭია, ზედ არ შემოგხედავდა, როგრ დავიჯეროთ, რომ ბავშვზე იძალადა, თანაც დანის გამოყენებით მოკვლით ემუქრებოდა. მგონია, რომ საერთოდ სხვა ადამიანზეა საუბარი. ამდენი წელია და ასე არ გვცნობია ეს ვინ ყოფილა? არ ვიცი საუბარიც კი რთულია“,-ამბობს მეზობელი „რეზონანსთან“. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე