ელზა პაპოშვილი
(27.01.2024)

 შემზარავი დანაშაული თბილისში - 11 წლის გოგონას გაუპატიურებაში დაკავებულია მამინაცვალი და ასევე გამოძიებამ დააკავა გოგონას დედაც, როემლსაც ბავშვის გაუპატიურებაში ქმრისთვის ხელშეწყობა ედება ბრალად. გამოძიებით დადგინდა, რომ 33 წლის მამაკაცი გოგონაზე სისტემატიურად ძალადობდა, მათ შორის, სავარაუდოდ, დედის თანდასწრებითაც, რომელიც ამ სასტიკ დანაშაულზე არ რეაგირებდა. გოგონაზე მოძალადე დედაც და პედოფილი მამინაცვალიც დაკავებული არიან. მამაკაცს უკვე მისჯილი აქვს 19 წელი, ხოლო გოგონას დედას სასამართლო პროცესები ახლა დაიწყება.

ეს უმძიმესი დანაშაული თბილისში თვეების განმავლობაში გრძელდებოდა, ხოლო მომხდარის შესახებ პოლიციას მეზობლებმა  ანონიმური ზარით შეატყობინეს,  რის შემდეგ პოლიცია ამბით დაინტერესდა. სახლში მისულმა სამართალდამცველებმა გოგონა ფსიქოლოგების დახმარებით გამოკითხეს და ის ექსპერტიზაზე გადაიყვანეს.

მეზობლები ყვებიან, რომ სახლიდან მუდმივად ისმოდა ჩხუბის და ბავშვის ტირილის ხმა. ასევე ხშირად ხედავდნენ, რომ გოგონა გვიან ღამემდე ქუჩაში იჯდა და სახლში მისვლა არ სურდა. მეზობლებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ რაღაც ხდებოდა. ამიტომ საეჭვო ვითარების შესახებ პოლიციას ანონიმურად შეატყობინეს.    

„ეს ქალი, ბავშვის დედა, არის ალკოჰოლიკი. სვამდა და სავარაუდოდ, ბავშვს ფიზიკურადაც უსწორდებოდა. არაერთხელ შეგვიმჩნევია ნამტირალავი ბავშვი. არ უვლიდა და ბავშვი მუდმივად მოუწესრიგებელი დადიოდა. ღამეც ბევრჯე დაგვინახია, რომ ბავშვი ქუჩაში იჯდა და სახლში არ მიდიოდა. დედა კი ეძახდა და უყვიროდა, რომ სახლში მისულიყო. 

„ხშირად ნასვამი იყო. ალბათ ეს ბიჭიც სვამდა. ეჭვი გაჩნდა, რომ ბავშვის ირგვლივ რაღაც ცუდი ხდეობა. ამიტომ ვიღაცამ ანონიურად პოლიციაში დარეკა. ადგილზე მოსულ პოლიციას კი საეჭვო ვითარება დახვდა. გამოიძახეს სოციალური მუშაკები და ბავშვის დაკითხვა დაიწყეს. ასევე გადიაყვანეს ექსპერტიზაზე და შემზარავი ამბავი გავიგეთ, რომ გოგონას თურმე ჯოჯოხეთში უცოხვრია. ბავშვი სისტემატიური გაუპატიურების მსხვერპლი ყოფილა. 

„ქალი ახლა დააკავეს, ორი დღე იქნება. აქ ცხოვრობდა ისევ. ბავშვი მგონი დედას გაარიდეს და აქ აღარ ცხოვრობს. დედა უწყობდა ხელსო და არაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ბავშვი დაეცვა და ეს საზარელი დანაშაული აღეკვეთა“, - ყვება ერთ-ერთი მეზობელი „რეზონანსთან“.  

ექსპერტიზით დადგონდა, რომ გოგონა მამინაცვლის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხევრრპლი იყო. გამოძიება კი ცალკე წარმოებად დედის დანაშაულს იკვლევდა. მტკიცებულების ერთობლიობით კი გაირკვა, რომ ბავშვის დედა 11 წლის გოგონას გაუპატიურებაში ქმარს ხელს უწყობდა. მამაკაცს უკვე დაუმტკიცდა ბრალი და მას 19 წელი მიუსაჯეს. თუმცა არ არის გამორიცხული მას კიდევ ახალი ბრალი წაუყენონ, რაც ტრეფიკინგს ეხება. გამოძიება ასევე მუშაობს იმაზე, რომ მამინაცვალი ბავშვს ქუჩაში მათხოვრობაასაც აიძულებდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე