ელზა პაპოშვილი
(26.01.2024)

სენაკში „საქართველოს ბანკის" ფილიალში ახალგაზრდა კაცი შეიჭრა, რომელმაც ბანკში მყოფ მოქალაქეს დანის მუქარით ჩანთა წაართვა და გაიქცა. თუმცა პოლიციამ ის ბანკიდან სულ რამდენიმე მეტრში დააკავა. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ახაგზრდა ბანშკი ჩვეულებრივად შევიდა, შემდეგ კი დანა ამოიღო და მოქალაქეს ძალის გამოყენებით ჩანთა წაართვა.     

„ჩვეულებრივად იყო შემოსული ახალგაზრდა კაცი. მოულოდნელად ატყდა ყვირილი და ჩოჩქოლო. ამ ბიჭმა დანა ამოიღო და იქვე მდგარ მოქალაქეს მუქარით ჩანთა წაართვა. ბანკის გაძრცვა უნდოდა და მიხვდა რომ არ გამოუვიდოდა და მერე ეს მოიფიქრა, არ ვიცით. ფაქტია, რომ ფულის წასაღებად იყო მოსული და რას და როგორ იზამდა, ალბათ დაგეგმილი არც ჰქონდა. შესაძლოა არც იყო ფხიზელ მდგომარეობაში. კი გაიქცა ბანიკდან, მაგრამ რამდენიმე მეტრშივე ის პოლიციამ დააკავა. ბანკიდან ფეხით გაიქცა და პოლიციაც ოპერატიულად დაედევნა. ალბათ დაინახა, რომ იმ მოქალაქემ ფული აიღო ბანკიდან და წართმევა გადაწყვიტა. სხვა დეტალები არ ვიცით“, - უყვებ „რეზონანსს“ წყარო 

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.       

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე