რეზონანსი
(08.05.2024)

რუსთავში, ლომოურის ქუჩაზე ხანძარი იყო. საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ცნობით, ცეცხლი  ერთ-ერთ ავტოსახელოსნოში გაჩნდა. ხანძრის დროს 10-მდე ავტომობილი და 1 მოტოციკლი დაიწვა.

შემთხვევის ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იყო მობილიზებული.

ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებიც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე