რეზონანსი
(07.05.2024)

შეხვედრები გვექნება მთავრობასთან, ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან. ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესთაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი "ტვიტერის" პირად გვერდზე წერს.

"13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილს დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქს: თბილისს!

ჩემთან ერთად ჩამოვლენ ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების პატივცემული კოლეგები.

მოუთმენლად ველი შეხვედრებს მთავრობასთან, პარლამენტთან, ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოების მამაც აქტივისტებთან", - წერს როთი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე