რეზონანსი
(07.05.2024)

კანადის ფედერალურმა მთავრობამ წარადგინა კანონპროექტი, რომლის მიზანიც უცხოურ ჩარევასთან ბრძოლაა და რომელიც უცხოელ აგენტთა რეესტრის შექმნას ითვალისწინებს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

კანონპროექტი საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა დომინიკ ლებლანმა წარადგინა. მან აღნიშნა, რომ 103-გვერდიანი დოკუმენტი კანადას უცხოურ ჩარევასთან ბრძოლის ახალ, თანამედროვე ინსტრუმენტებს მისცემს. ახალი დოკუმენტი ქვეყნის მოქმედ კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.

უცხოელ აგენტთა რეესტრის შექმნა კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრიუდოს დაპირება იყო, რომელიც მან შარშან დადო, მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია კანადის არჩევნებში ჩინეთის ჩარევის მცდელობის შესახებ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე