რეზონანსი
(04.05.2024)
ცოტა ხნის წინ ავარია მოხდა ქუთაისში, კოპიტნართან. "გურიანიუსის" ცნობით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.
„საშინელებაა. დაშავებულები ძირს ეყარნენ. ადგილზე სასწრაფო და პოლიციის ეკიპაჟებია“, - თქვა თვითმხილველმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე