რეზონანსი
(30.04.2024)

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტისთვის მეორე მოსმენით კენჭისყრა ხვალისთვის გადაიდო. ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ფაქტია, რომ ამ კანონპროექტს დღეს ვერ ამოვწურავთ. ხვალ 11:45-ზე გვექნება ბიუროს ხდომა, 12:00-ზე კი პლენარულ სხდომას ამ კანონის განხილვით განვაახლებთ, შესაბამისად, დღეს კენჭისყრა არ იქნება", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე