რეზონანსი
(26.04.2024)

გუ­შინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რამ საფ­რან­გე­თის, შვე­ი­ცა­რი­ის და ლი­ე­ტუ­ვას კომ­პე­ტენ­ტუ­რი უწყე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით, ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და­ნა­შა­უ­ლი გახ­სნა და და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რე­ბი და­ა­კა­ვა. ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან, რომ­ლებ­საც ევ­რო­პის ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი­დან მე-19 სა­უ­კუ­ნის სხვა­დას­ხვა ავ­ტო­რე­ბის ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბის მო­პარ­ვა ედე­ბათ ბრა­ლად.

„რუს­თა­ვი 2"-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან ცოლ-ქმა­რი მათე ცი­რე­კი­ძე და ანა გო­გო­ლა­ძე, ორ სა­ვა­რა­უ­დო თა­ნამ­ზრახ­ველ­თან ერ­თად. მათ უკვე შე­ე­ფარ­დათ წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა. ფრან­გუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზა­რა­ლი 2,5 მი­ლი­ონ ევ­როს აღ­წევს.

საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფი 2022 წლის და­სა­წყი­სი­დან შექ­მნეს. ისი­ნი იყე­ნებ­დნენ ყალბ პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ მოწ­მო­ბებს, გა­მო­გო­ნილ სა­ხე­ლებ­სა და გვა­რებს და ორი­გი­ნა­ლის ჩა­სა­ნაც­ვლებ­ლად წი­ნას­წარ გამ­ზა­დე­ბულ, წიგ­ნე­ბის ყალბ ნი­მუ­შებს.

წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გეგ­მის თა­ნახ­მად, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის წევ­რებს საფ­რან­გე­თის, გერ­მა­ნი­ის, ლატ­ვი­ის, ლი­ე­ტუ­ვის, ეს­ტო­ნე­თის, შვე­ი­ცა­რი­ის, პო­ლო­ნე­თის და ჩე­ხე­თის ეროვ­ნულ და სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კებ­ში წა­სა­კი­თხად უნდა აე­ღოთ მე-19 სა­უ­კუ­ნის კლა­სი­კო­სი მწერ­ლე­ბის წიგ­ნე­ბი, რა­საც ფა­რუ­ლად და­ე­უფ­ლე­ბოდ­ნენ და მათ - ორი­გი­ნა­ლი წიგ­ნე­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ას­ლე­ბით ჩა­ა­ნაც­ვლებ­დნენ.

რა ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს პრო­კუ­რა­ტუ­რა?

"ევ­რო­ჯას­ტის მხარ­და­ჭე­რით შექ­მნი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუ­ფის ფარ­გლებ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის და 3 ქვეყ­ნის კომ­პე­ტენ­ტუ­რი უწყე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით, ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში არ­სე­ბუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი­დან ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბის ქურ­დო­ბის ფაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბა ჩა­ტარ­და.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ერ­თობ­ლი­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, შვე­ი­ცა­რი­ის, საფ­რან­გე­თის და ლი­ე­ტუ­ვის რეს­პუბ­ლი­კის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ათე­უ­ლო­ბით ლო­კა­ცი­ა­ზე ჩა­ა­ტა­რეს.

ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მზად­დე­ბო­და, ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბის და სა­ქარ­თვე­ლოს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის 100-ზე მეტი თა­ნამ­შრო­მე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, ათე­უ­ლო­ბით ფი­ზი­კუ­რი პი­რის, მათი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნე­ბის და მათ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბის სა­რე­ა­ლი­ზა­ციო ად­გი­ლე­ბის ჩხრე­კა გან­ხორ­ცი­ელ­და. ამო­ღე­ბუ­ლია დიდი ოდე­ნო­ბით ფუ­ლა­დი თან­ხა და ასე­უ­ლო­ბით წიგ­ნი, მათ შო­რის, ერთ-ერთი და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კის შე­დე­გად ამო­ღე­ბუ­ლია, სა­ვა­რა­უ­დოდ, პა­რი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან მო­პა­რუ­ლი, მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში გა­მო­ცე­მუ­ლი, ფრან­გუ­ლე­ნო­ვა­ნი წიგ­ნი.

ამ ეტაპ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის 4 წევ­რი.

საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ 2022 წლის და­სა­წყი­სი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა შექ­მნეს ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფი და გა­ნიზ­რა­ხეს ევ­რო­პის მას­შტა­ბით, შემ­დგო­მი რე­ა­ლი­ზა­ცი­ის მიზ­ნით ფა­რუ­ლად და­უფ­ლე­ბოდ­ნენ მე-19 სა­უ­კუ­ნის სხვა­დას­ხვა ავ­ტო­რე­ბის ძვი­რა­დღი­რე­ბულ წიგ­ნებს.

ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სქე­მის შე­სა­ბა­მი­სად, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი 2022-23 წლებ­ში, ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქე­ბის ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი­დან ასე­უ­ლო­ბით ათა­სი ევ­როს ღი­რე­ბუ­ლე­ბის წიგ­ნებს ფა­რუ­ლად და­ე­უფლნენ.

და­კა­ვე­ბუ­ლებს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 177-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლის „ა" და „ბ " ქვე­პუნ­ქტე­ბით (ქურ­დო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მიერ და დიდი ოდე­ნო­ბით) წა­რედ­გი­ნათ, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 6-დან 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს" - აღ­ნიშ­ნუ­ლია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე