რეზონანსი
(25.04.2024)

TV25.GE-ის ინფორმაციით, ბათუმში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მცირეწლოვანი კლინიკაში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა, თუმცა მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სამედიცინო დაწესებულებაში გვითხრეს, რომ პაციენტი საავადმყოფოში შეყვანის დროს უკვე გარდაცვლილი იყო.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე